რა უნდა ვიცოდეთ?

  • საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს, როგორც წესი ძირითად სპეციალობას (არანაკლებ 180 კრედიტი), დამატებით სპეციალობას (არანაკლებ 60 კრედიტი) და თავისუფალ კომპონენტს;
  • ძირითად სპეციალობას სტუდენტი ირჩევს უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროს, ხოლო დამატებითი პროგრამისა და თავისუფალი კომპონენტის არჩევა ხდება სწავლის პროცესში საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ სემესტრში. არჩევანი თავისუფალია და ხორციელდება სტუდენტის სურვილის შესაბამისად;
  • რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის (სამართალმცოდნეობა, მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო ინტეგრირებული პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი) არანაკლებ 75% ეთმობა რეგულირებადი პროფესიისათვის აუცილებელი კომპონენტების გამომუშავებას

  • კრედიტი-ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვის მოცულობას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ
  • სასწავლო წელი შედგება შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებისგან
  • ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტის დატვირთვა 8 სემესტრის განმავლობაში შეადგენს არანაკლებ 240 კრედიტს
  • მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო ინტეგრირებულ პროგრამაზე - დაწყებითი განათლება - სტუდენტის დატვირთვა 10 სემესტრის განმავლობაში შეადგენს არანაკლებ 300 კრედიტს
  • დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის დატვირთვა 12/10 სემესტრის განმავლობაში შეადგენს არანაკლებ 360/300 კრედიტს
  • სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს (სემესტრში 30 კრედიტი)
  • დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს კრედიტების შესაბამისი რაოდენობის შესასრულებლად უფლება ეძლევა აირჩიოს სასწავლო კურსები არაუმეტეს 40 კრედიტისა

  • დასკვნითი და შესაბამისი დამატებითი გამოცდის ჩატარების ფორმაა წერითი გამოცდა. სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით, იგი დამატებით შეიძლება ზეპირი გამოცდის კომპონენტსაც შეიცავდეს. ასეთ შემთხვევაში გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ თითოეულ კომპონენტში სტუდენტი მიიღებს ამ კომპონენტისათვის (წერა/ზეპირი) დადგენილ ქულათა არანაკლებ 51%-ს
  • სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემა
  • (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი
  • (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81- 90%
  • (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71- 80%
  • (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%
  • (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51- 60%
  • (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41- 50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ეძლევა დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება
  • (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს სასწავლო კურსი ახლიდან აქვს შესასწავლი

თუ სასწავლო კურსის შეფასებას ახდენს რამდენიმე გამომცდელი, საბოლოო შეფასება გამოითვლება მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულით. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომლის შუალედური შეფასებების კომპონენტებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ჯამურად შეადგენს არანაკლებ 18 ქულას.

  • მიიღოს ხარისხიანი განათლება
  • მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მეცნიერულ კვლევაში
  • უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით
  • თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას
  • საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებაში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ამ დაწესებულებაში გადატანა
  • საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები

  • უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის სასწავლო კურსი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა
  • დაიცვას შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები
  • გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის ქონებას
  • დაიცვას კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები

  • აწსუ-ს სტუდენტი უფლებამოსილია შიდა მობილობით შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა
  • შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის გამოცხადების მომენტისათვის აქტიური ან შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი
  • შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი
  • საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს

  • სტუდენტს, რომელმაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვა შესაბამისი აკადემიური ხარისხი,უფლება ეძლევა თვითდაფინანსების გზით დაასრულოს საგანმანათლებლო პროგრამა მომდევნო სემესტრების განმავლობაში
  • სტუდენტი დამატებით სემესტრში იხდის სწავლის საფასურს, რომელიც გამოითვლება ასათვისებელი კრედიტების რაოდენობის პროპორციულად

  • პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე)
  • ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროცესში სტუდენტის ჩართვის შეუძლებლობა
  • უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა
  • სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა
  • ფინანსური დავალიანება ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოებები
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი

  • სტუდენტის მიერ სწავლების შესაბამის სასწავლო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება
  • პირადი განცხადება
  • უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტატუსის შეჩერება
  • საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერ ათვისება
  • მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე კომპლექსურ საკვალიფიკაციო გამოცდის სამჯერ ჩაუბარებლობა
  • საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისათვის განკუთვნილი სწავლების ნორმატიულ ვადას (ბაკალავრიატი 8 სემესტრი, ერთსაფეხურიანი პროგრამა "სამკურნალო საქმე"-12 სემესტრი, ერთსაფეხურიანი პროგრამა "სტომატოლოგია"-10 სემესტრი, მაგისტრატურა 4 სემესტრი, დოქტორანტურა 6 სემესტრი, მასაწავლებლის მომზადების პროგრამა 2 სემესტრი, ქართულ ენაში მომზადების პროგრამა 2 სემესტრი) დამატებული 2 სემესტრის გასვლის შემდეგ, სწავლების შესაბამისი საფეხურის დაუსრულებლობის შემთხვევაში, სტუდენტის მიერ სწავლის გაგრძელების სურვილის გამოუხატველობა და ახალი ხელშეკრულების გაუფორმებლობა

  • საუნივერსიტეტო საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია. აკადემიურ ხარისხს/კვალიფიკაციას დადგენილი წესის თანახმად ანიჭებს შესაბამისი ფაკულტეტი

  • აკადემიურ ხარისხს/კვალიფიკაციას ადასტურებს უნივერსიტეტის რექტორისა და ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული დიპლომი, სტანდარტული დანართითურთ
  • პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა

2022-2023 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი

18.09.2023 - 14.01.2024

I სემესტრის სასწავლო პერიოდი

06.11.2023 - 12.11.2023

შუალედური გამოცდა

01.01.2024 - 07.01.2024

საშობაო არდადეგები

15.01.2024 - 18.02.2024

საგამოცდო სესია, სალიკვიდაციო პერიოდი/ზამთრის სკოლა

19.02.2024 - 09.06.2024

II სემესტრის სასწავლო პერიოდი

08.04.2024 - 14.04.2024

შუალედური გამოცდა

10.06.2024 - 28.08.2024

საგამოცდო სესია, სალიკვიდაციო პერიოდი/ზაფხულის სკოლა

საუნივერსიტეტო სერვისები

ელექტრონული სერვისები