- დასკვნითი და შესაბამისი დამატებითი გამოცდის ჩატარების ფორმაა წერითი გამოცდა. სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით, იგი დამატებით შეიძლება ზეპირი გამოცდის კომპონენტსაც შეიცავდეს. ასეთ შემთხვევაში გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ თითოეულ კომპონენტში სტუდენტი მიიღებს ამ კომპონენტისათვის (წერა/ზეპირი) დადგენილ ქულათა არანაკლებ 51%-ს
- სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემა
- (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი
- (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81- 90%
- (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71- 80%
- (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%
- (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51- 60%
- (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41- 50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ეძლევა დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება
- (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს სასწავლო კურსი ახლიდან აქვს შესასწავლი
თუ სასწავლო კურსის შეფასებას ახდენს რამდენიმე გამომცდელი, საბოლოო შეფასება გამოითვლება მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულით.
დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომლის შუალედური შეფასებების კომპონენტებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ჯამურად შეადგენს არანაკლებ 18 ქულას.